დიმიტრი პესკოვი - რუსეთი ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობების გაღრმავებას გეგმავს

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთს ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობების გაღრმავება სურთ.

„მოსკოვი და ფხენიანი ინარჩუნებენ კარგ, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებულ ურთიერთობებს. ვაპირებთ მათ შემდგომ განვითარებას. კონტაქტები მყარდება სხვადასხვა დონეზე“, - განაცხადა პესკოვმა და დასძინა, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთის ძალიან მნიშვნელოვანი მეზობელია“.

პესკოვს დაუსვეს შეკითხვა თეთრი სახლის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებმა, ვლადიმერ პუტინმა და კიმ ჩენ ინმა ერთმანეთს წერილები გაუგზავნეს, სადაც ორმხრივი თანამშრომლობის გაზრდაზეა საუბარი.

„რუსეთსა და კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ.

მისი თქმით, მოლაპარაკებები, ძირითადად, ფოკუსირებულია რუსული ძალებისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის მიწოდებაზე. კირბის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში ომისთვის დამატებითი საბრძოლო მასალის მოპოვების მიზნით იმყოფებოდა.

„ამ ვიზიტის შემდეგ, პრეზიდენტმა პუტინმა და კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა გაცვალეს წერილები, სადაც ორმხრივი თანამშრომლობის გაზრდის პირობას დებენ“, - განაცხადა კირბიმ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის