ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსიდან „ვაგნერის“ გაყვანის მოთხოვნამდე, ბალტიის ქვეყნებმა თავისი ტერიტორიიდან უცხოელი სამხედროების გაყვანა უნდა უზრუნველყონ

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლთა გაყვანის მოთხოვნამდე, პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების ხელისუფლებამ თავისი ტერიტორიიდან უცხოელი სამხედროების გაყვანა უნდა უზრუნველყონ.

მისივე თქმით, ეს დაუსაბუთებელი და სულელური მოთხოვნაა.

„არც პოლონეთში, არც ლიეტუვაში, არც ბალტიის სხვა ქვეყნებში არ უნდა იმყოფებოდეს არც ერთი უცხოელი სამხედრო. მაშინ ჩვენთვისაც შეიძლება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სამხედროების განლაგებასთან დაკავშირებით პრეტენზიების წაყენება“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

ბელარუსის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ბალტიის სახელმწიფოები სამხედრო ბიუჯეტებს ზრდიან და ბელარუსის საზღვრებთან საჯარისო ფორმირებები გადაჰყავთ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?