ირაკლი ბერაია და ალექსანდრე ტაბატაძე ლონდონში, დაზვერვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო ფორუმში მონაწილეობენ

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე, დაზვერვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო ფორუმში მონაწილეობენ, რომელიც 31 აგვისტო - 1 სექტემბერს გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქ ლონდონში იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული ფორუმი, ყოველწლიურად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება.

„ლონდონის ფორუმის დღის წესრიგი მოიცავს ისეთ საკითხებს როგორებიცაა, მათ შორის: სახელმწიფოებისგან მომდინარე გამოწვევები, ტექნოლოგიები და ინოვაცია, ენერგოუსაფრთხოება, კიბერუსაფრთხოება, ხელოვნური ინტელექტი, სტრატეგიული მინერალები, ადამიანებით ვაჭრობა, კოსმოსური ძალები, კრიპტოვალუტა და ციფრული აქტივები.

ღონისძიებას პარლამენტარები, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და ექსპერტები მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან ესწრებიან.

ქართველი კანონმდებლები ფორუმში, ღონისძიების დირექტორის და ორგანიზატორის, აშშ-ის ყოფილი კონგრესმენის, რობერტ პიტინჯერის მიწვევით მონაწილეობენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კობერიძე - ევროპამ აჩვენა, რომ ის იწმინდება ავტოკრატიული გავლენებისგან და ეტაპობრივად შეუძლია საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის აღება
ქართული პრესის მიმოხილვა 13.04.2026