გუბერნატორი - უკრაინული მხარე დრონებით თავს დაესხა ქალაქ კურჩატოვს, სადაც ატომური ელექტროსადგურია განთავსებული

რუსეთის კურსკის ოლქის ქალაქ კურჩატოვს, სადაც ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, ორი უკრაინული დრონი დაესხა თავს, - ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი რომან სტაროვოიტი იუწყება.

მისი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა ადმინისტრაციული შენობა და საცხოვრებელი კორპუსი.

„კურჩატოვს დილით ორი უკრაინული დრონი დაესხა თავს. დაზიანდა ადმინისტრაციული შენობა და საცხოვრებელი კორპუსი. ადგილზე სპეციალისტები იმყოფებიან. დეტალები ზუსტდება“, - წერს გუბერნატორი „ტელეგრამ“ არხზე.

კურჩატოვში კურსკის ატომური ელექტროსადგურია განთავსებული. ქალაქი უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 70 კილომეტრში მდებარეობს.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება