ჯორჯიის შტატში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების საქმეზე აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესი ფულტონის ოლქში YouTube-ზე, პირდაპირ ეთერში გადაიცემა, - ამის შესახებ ფულტონის ოლქის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ სკოტ მაკაფიმ განაცხადა.
სასამართლო პროცესის გაშუქება ტელევიზიისთვისა და რადიოსთვისაც დაშვებული იქნება. დონალდ ტრამპი იმ 19 ადამიანს შორისაა, რომლებსაც ბრალი აშშ-ის შტატის 2020 წლის კენჭისყრის შედეგების გაუქმების მცდელობაში ედებათ.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი კვირას გასულ კვირას ფულტონის ოლქის ციხეში ნებაყოფლობით გამოცხადდა, სადაც ის რამდენიმე წუთის განმავლობაში იყო დაკავებული და გირაოს გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
დონალდ ტრამპი მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.სასამართოლო პროცესის თარიღი ჯერჯერობით ოფიციალურად არ გამოცხადებულა.