მმართველი პარტია, იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში, პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის დასადასტურებლად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს

„ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლო ოფიციალურად დაადასტურებს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეშ დარღვევას.

„უპირველესად შევა წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოში. საკონსტიტუციო სასამართლოს დასჭირდება მსჯელობა, დასკვნის დადება. მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივად საქმე ძალიან ცხადი და მკაფიოა, შავით თეთრზე წერია ყველაფერი კონსტიტუციაში, საჭიროა იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა. საკონსტიტუციო სასამართლო ოფიციალურად დაადასტურებს, ბუნებრივია, საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეშ დარღვევას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება თვითონ კენჭისყრას, კენჭისყრაზე კიდევ ერთხელ გაშიშვლდება კოორდინაცია სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის, რაც მიმართულია ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ“,- განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ რამდენიმე წუთის წინ, პრესკონფერენციაზე გააკეთა.

კობახიძის განმარტებით, იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება მიუხედავად იმისა, რომ მის აღსრულებას პარლამენტში ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდება.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა