ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელს უახლოეს დღეებში შეიტანენ, მისი იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრა კი ოქტომბრის შუა რიცხვებში გაიმართება

სასამართლოს 1-თვიანი ვადა აქვს, რომ საკუთარი დასკვნა წარმოადგინოს კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე - დასკვნა, ალბათ, ოქტომბრის პირველ რიცხვებში იქნება, შუა რიცხვებში შედგება [იმპიჩმენტის] საბოლოო კენჭისყრა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის დაწყების პროცედურებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წარდგინებას უახლოეს დღეებში შეიტანენ საკონსტიტუციო სასამართლოში.

„პროცედურა ასეთია, თავიდან საჭიროა მინიმუმ 50 დეპუტატის ხელმოწერა. ამის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოში შედის კონსტიტუციური წარდგინება. სასამართლოს ერთთვიანი ვადა აქვს, რომ საკუთარი დასკვნა წარმოადგინოს კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე. ამის შემდეგ, პარლამენტს ორკვირიანი ვადა აქვს, რომ გადაწყვეტილება მიიღოს, კენჭისყრაზე 2 კვირის ვადაში უნდა გავიდეს ეს საკითხი. უახლოეს დღეებში შევიტანთ წარდგინებას და დასკვნა, ალბათ, ოქტომბრის პირველ რიცხვებში იქნება, შუა რიცხვებში შედგება საბოლოო კენჭისყრა“, - აღნიშნა კობახიძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ რამდენიმე წუთის წინ, პრესკონფერენციაზე გააკეთა. კობახიძის განმარტებით, იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება მიუხედავად იმისა, რომ მის აღსრულებას პარლამენტში ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდება.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო