კირილ ბუდანოვი - რუსეთი, უკრაინის გამარჯვების შემდეგაც კი, რევანშს მოინდომებს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, რუსეთს ომში უკრაინის გამარჯვების შემდეგაც კი რევანშს მოინდომებს.

მისი თქმით, რუსეთს სამხედრო პოტენციალის აღსადგენად და შეცდომების გადახედვისთვის მინიმუმ 10 წელი სჭირდება.

„10 წელი ნორმალური პერიოდია ამ ყველაფრის გადასახედად. შემდეგ ისევ დაიწყება რევანშის მომზადება. ჩვენ აუცილებლად გვექნება 10 წელი და თუ სხვა გზით მივაღწევთ წარმატებას უკრაინის გამარჯვების შემდეგ, ვთქვათ, გავლენის მოხდენა იმ ტერიტორიებზე, რომლებიც შეიქმნება, ალბათ ბევრად მეტი დრო გვექნება, მაგრამ მინიმუმ 10 წელი გვექნება“, - განაცხადა დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა.

ამასთან, რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემისას ბუდანოვმა აღნიშნა, რომ მკვლელებთან საუბარს აზრი არ აქვს. „თქვენს კითხვებზე პირდაპირ პასუხისგან თავს შევიკავებ. ერთადერთი, რაზეც კომენტარს გავაკეთებ, არის ის, რომ ღია მკვლელებთან საუბარს აზრი არ აქვს, რადგან მათ მხოლოდ თქვენი მოკვლა უნდათ“, - განაცხადა ბუდანოვმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს