ანა წითლიძე - პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყება სხვა არაფერია, თუ არა კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის საბოტაჟი და მნიშვნელოვანი საკითხების გადაფარვის მცდელობა

პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყება სხვა არაფერია, თუ არა კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის საბოტაჟი და მნიშვნელოვანი საკითხების გადაფარვის მცდელობა, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა, რითაც პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, ყოველთვის, როდესაც მინიმალური პოზიტიური შანსი ჩნდება, რომ საქართველომ შეიძლება კანდიდატის სტატუსი მიიღოს, “ქართული ოცნება” ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ პროცესის საბოტაჟი მოახდინოს.

„ამას ერთადერთი მიზანი შეიძლება ჰქონდეს, მხოლოდ ის, რომ კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი მოახდინოს. ასევე, გადაფაროს სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ქვეყანაშია და საქართველოს მოქალაქეს აწუხებს.

ასევე, სხვა სოციალური ეკონომიკური საკითხებიც გადაფაროს, მათ შორის შოვის ტრაგედია და პარლამენტში გვაყურებინოს სპექტაკლს, რომელიც დაკავშირებული იქნება პრეზიდენტის იმპიჩმენტთან“,- აღნიშნა წითლიძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ რამდენიმე წუთის წინ, პრესკონფერენციაზე გააკეთა. კობახიძის განმარტებით, იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება მიუხედავად იმისა, რომ მის აღსრულებას პარლამენტში ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდება.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო