შალვა პაპუაშვილი - თუ ჩვენ თვითონ არ ვცემთ პატივს ჩვენს კონსტიტუციას, მაშინ არავინ სცემს პატივს არც ჩვენს კონსტიტუციას და არც ჩვენს სახელმწიფოს

თუ საქართველოს პრეზიდენტი პატივს არ სცემს საქართველოს კონსტიტუციას და ჩვენ თვითონ არ ვცემთ პატივს ჩვენს კონსტიტუციას, მაშინ არავინ სცემს პატივს არც ჩვენს კონსტიტუციას და არც ჩვენს სახელმწიფოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მან ჟურნალისტებთან იმპიჩმენტის პროცედურა განმარტა, და აღნიშნა, რომ როდესაც პარლამენტს მოუწევს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის კენჭისყრა, თითოეული დეპუტატის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

„რაც შეეხება ამ ვიზიტებს, ვფიქრობ, რომ აქ სადავო არაფერი არ არის, არავინ არ უარყოფს, რომ ეს არის აშკარა დარღვევა კონსტიტუციის და კონსტიტუციის წინააღმდეგ წასვლა. არის მცდელობები, რომ სხვადასხვა მოტივაციით გაამართლონ, არანაირი მოტივაცია კონსტიტუციის დარღვევას არ ამართლებს, ეს არის ყველაზე ძირეული საკითხი. კონსტიტუციას სხვა ქვეყნებში მოიხსენიებენ, როგორც ძირითად კანონს და როცა ვსაუბრობთ ჩვენ ძირითად კანონზე, მისი დარღვევა არის აბსოლუტურად მიუღებელი. შესაბამისად, ერთადერთი რეაქცია, რაც შეიძლება ამაზე ყოფილიყო და პასუხისმგებლობა, პარლამენტის შემთხვევაში მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა საკონსტიტუციო სასამართლომ მისცეს სამართლებრივი შეფასება ამ ქმედებას და ვფიქრობ, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი კონსტიტუციის მიმართ.

რაც შეეხება პროცედურას, საჭიროა პარლამენტის 50 წევრის ხელმოწერა, უმრავლესობას, რა თქმა უნდა, დეპუტატების ეს რაოდენობა ჰყავს და ამიტომ ჩვენ ამ პროცედურისთვის მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს. შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს ერთი თვე იმისთვის, რომ საკუთარი დასკვნა დადოს ამ საკითხთან დაკავშირებით და მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლო მისცემს სამართლებრივ შეფასებას, უკვე 2 კვირის განმავლობაში პარლამენტი კენჭს უყრის იმპიჩმენტის საკითხს, რომლისთვისაც საჭიროა 100 ხმა, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობას არ აქვს. რა თქმა უნდა, იმ მომენტში დადგება უკვე საკითხი ყველა პარლამენტის წევრისა და საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის შემდეგ ყველამ საკუთარი პოლიტიკური პასუხისმგებლობით უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება. რადიკალურ ოპოზიციას რაც შეეხება, მე მგონია, მათ წინასწარ უკვე გააჟღერეს საკუთარი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, მაგრამ ვნახოთ ის მომენტი და ამ მომენტში ყველას ექნება მისაღები გადაწყვეტილება. გამომდინარე საკითხის სიმარტივიდან, საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნაც იქნება, რომ ეს არის კონსტიტუციის დარღვევა და ამის პირობაზე, თუკი ვინმე მიიღებს ამის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას, ესეც, რა თქმა უნდა, მათთვის პოლიტიკურად მძიმე გადაწყვეტილება იქნება, რომ კონსტიტუციის დარღვევას დაარქვან არდარღვევა. ბოლო პერიოდში შეეჩვია ჩვენი რადიკალური ოპოზიცია - ომს არქმევენ მშვიდობას, ტერმინებს ატრიალებენ, მწამებელს არქმევენ დაზარალებულს, ადამიანს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული არქმევენ პოლიტპატიმარს, ასე რომ, აქაც გამორიცხული არ არის, რომ კონსტიტუციის დარღვევას დაარქვან არ დარღვევა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, კონსტიტუციის ამგვარი დაცვა აჩვენებს საქართველოს ევროპულობას.

„აქ გვაქვს ჩვენ საკითხი იმასთან დაკავშირებით, დაირღვა თუ არა განზრახ ჩვენი კონსტიტუცია, წინასწარ განზრახული იყო თუ არა ეს დარღვევა და ამაზე უნდა ჰქონდეს თუ არა სახელმწიფოს, რომელიც პატივს სცემს საკუთარ კონსტიტუციას, დემოკრატიას და ხალხის მმართველობას, რეაქცია. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს არა თუ ხელს შეუშლის, პირიქით, კიდევ ერთხელ აჩენებს ჩვენი ქვეყნის ევროპულობას“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024