ასლან ბჟანია - მოგვიწევს, ელექტროენერგიის უზრუნველსაყოფად ისევ რუსეთის ხელმძღვანელობას მივმართოთ - იყო დრო, როცა საქართველოში შუქი 5,7,10 საათის განმავლობაში ითიშებოდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია გალის რაიონში ენგურჰესის კომპლექსის საქმიანობას გაეცნო.

ბჟანიას პრესსამსახურის ცნობით, „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონიამ ე.წ. პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ფუნქციონირებს ენერგეტიკული კომპლექსი და როგორია მისი ამჟამინდელი მდგომარეობა. მან ასევე, ისაუბრა ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ.

ბჟანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „წელს შარშანდელზე ბევრად უკეთესი მდგომარეობაა“.

„მიუხედავად ამისა, შემოდგომაზე წყალი არ იქნება საკმარისი და შესაბამისად, მოგვიწევს, ელექტროენერგიის უზრუნველსაყოფად ისევ რუსეთის ხელმძღვანელობას მივმართოთ“, -აღნიშნა ბჟანიამ.

მისი თქმით, მსგავსი სიტუაციები „ბევრ მეზობელ სახელმწიფოს შეექმნა“.

„საქართველოში იყო დრო, როცა ელექტროენერგია 5,7,10 საათის განმავლობაში ითიშებოდა არის ეკონომიკური მიდგომები, უკვე დანერგილია და ჩვენ დაგვჭირდება ამ გზით გავლა. სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს“, - განაცხადა ბჟანიამ.

ასევე, როგორც ბჟანიამ თქვა, მოსახლეობამ ელექტროენერგიაში ფული ისევე უნდა გადაიხადოს, როგორც პურში, ფქვილში და მობილურ კავშირში.

„ამ თანხის გადახდა აუცილებელია ისევე, როგორც ვიხდით პურში, ფქვილში, მობილურ კავშირსა და სხვა საქონელში, რომელსაც ვიყენებთ. ელექტროენერგია არის იგივე საქონელი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ. ჩვენთან ელექტროენერგეტიკა პოლიტიკას ექვემდებარებოდა. ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. ეს ეკონომიკის სფეროა და ეკონომიკის კანონებით უნდა იარსებოს. ეს უნდა გავითავისოთ და გავიგოთ“, - აღნიშნა ბჟანიამ.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა