ვოლოდიმირ ზელენსკი ყირიმის პრობლემის მოგვარების ორ გზას ასახელებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაასახელა პირობები, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ყირიმის საბოლოო დეოკუპაციაზე.

ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას ორი გზა აქვს: სამხედრო და დიპლომატიური.

„თუმცა, საბოლოო ჯამში, ამა თუ იმ მეთოდის არჩევაზე გავლენას მოახდენს მტრის ქცევა“, - განაცხადა ზელენსკიმ ამბროსეტის ევროპული სახლის ბიზნეს ფორუმის გახსნაზე.

„ეს შეიძლება გადაწყდეს დიპლომატიური, ან სამხედრო გზით. თუ რუსული ჯარები დატოვებენ ნახევარკუნძულს შემდგომი ზეწოლის გარეშე, ეს გადაარჩენს სიცოცხლეს", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დონბასის და ყირიმის ტერიტორიების დაბრუნების გარეშე არ იქნება მდგრადი მშვიდობა არც უკრაინაში და არც ევროპულ სივრცეში.

„კიევი და მისი საერთაშორისო პარტნიორები არ ცნობენ რუსეთის ფედერაციის „უფლებებს“ ამ ტერიტორიებზე, ამიტომ ქაოსი მუდმივად იქნება. სიტუაცია არ არის მდგრადი“, - განაცხადა ზელენსკიმ.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა