გიგა ბოკერია - პრეზიდენტის იმპიჩმენტზე სპეკულირება, თუ რაზეა გათვლილი „ოცნების“ ეს ნაბიჯი, არაფრის მომტანია

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ სპეკულირება, თუ ზუსტად რაზეა გათვლილი ეს ნაბიჯი, არაფრის მომტანია.

ბოკერია აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება” ისტორიული მომენტის გამოყენების ნაცვლად, სამარცხვინო მასკარადით არის დაკავებული.

„მთავარი დასკვნა, რაც აქამდეც უნდა გამოგვეტანა და ახლაც არის, რომ რეჟიმი, რომელიც ამ ისტორიულ მომენტში, საქართველოს ნატო-ში წევრობისა და ევროკავშირთან დაახლოების საქმეში სრული ენერგიის და კონცენტრაციის ჩადების ნაცვლად, დაკავებულია სამარცხვინო მასკარადით, რაც ახლა შემოგვთავაზეს, არის გასაშვები. ამათი გაშვების გარეშე ჩვენი ისტორიული მისიის შესრულებისა და დაცულ, თავისუფალ ქვეყნად საქართველოს შედგომის შანსი არის ნულის ტოლი”, - აღნიშნავს გიგა ბოკერია.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე გააკეთა. კობახიძის განმარტებით, იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება მიუხედავად იმისა, რომ მის აღსრულებას პარლამენტში ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდება.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო