ვოლოდიმირ ზელენსკი ნიუ-იორკში ჩავა და 20 სექტემბერს გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაში  მონაწილეობას მიიღებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნიუ-იორკში ჩავა და 20 სექტემბერს გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ 15-წევრიანი უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის - ალბანეთის, გაერო-ში ელჩმა ფერიტ ჰოჯამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ცნობისთვის, მსოფლიო ლიდერები ნიუ-იორკში 18 სექტემბრიდან შეიკრიბებიან გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად. უკრაინასთან დაკავშირებით გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა კი 20 სექტემბერს გაიმართება.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს