პოლონეთი ბელარუსის საჰაერო სივრცის დარღვევას უარყოფს

პოლონეთი ბელარუსის საჰაერო სივრცის დარღვევას უარყოფს. ამის შესახებ პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული მეთაურობის წარმომადგენელმა იაცეკ გორიშევსკიმ პოლონურ რადიოსთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, ანგარიშები, რომლებიც ბელარუსმა ოფიციალურმა პირებმა Reuters და AFP საინფორმაციო სააგენტოებს გაუგზავნეს, სიმართლეს არ შეესაბამებიან.

„ინფორმაცია, რომელსაც ბელარუსული მედია საშუალებები ავრცელებენ, არის ტყუილი, ეს პროვოკაციული ქმედებებია. ჩვენი ვერტმფრენის რადიოლოკაციური აღჭურვილობის ყველა ჩანაწერი ერთმნიშვნელოვნად აჩვენებს, რომ ასეთი [საზღვრის] დარღვევა არ ყოფილა. პოლონური მხარე საზღვრების დაურღვევლობის შესახებ ყველა დებულებასა და წესს ემხრობა”, - განაცხადა გორიშევსკიმ.

ცნობისთვის, აქამდე ბელარუსულმა მხარემ განაცხადა, რომ პოლონური ვერტმფრენი „ძალიან დაბალ სიმაღლეზე” მათ ტერიტორიაზე დაახლოებით, 1200 მეტრის მანძილზე შემოვიდა და უკან დაბრუნდა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო