შალვა პაპუაშვილი გაერთიანებული სამეფოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაერთიანებული სამეფოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა, რომელსაც თემთა პალატაში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე ჯონათან ჯანოგლი ხელმძღვანელობს.

საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიულ ურთიერთობას გაესვა ხაზი და აღინიშნა, რომ 2023 წლის პირველი ნახევარი განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო არაერთი მნიშვნელოვანი მაღალი დონის ვიზიტით.

„ყურადღება უორდროპის დიალოგზე გამახვილდა, რომელსაც საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის თანამშრომლობის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.

მხარეებმა აგრეთვე, ნაყოფიერ საპარლამენტო თანამშრომლობაზე ისაუბრეს, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფებს შორის ძლიერ კავშირებზე და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზაობა გამოხატეს.

შეხვედრაზე საუბარი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს შეეხო. შალვა პაპუაშვილმა უსაფრთხოების გამოწვევები მიმოიხილა და მადლიერება გამოხატა გაერთიანებული სამეფოს მიმართ საქართველოს მხარდაჭერისთვის ნატო-ში გაწევრიანების გზაზე.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე, ყურადღება გაამახვილა 2023 წლის მარტში გამოქვეყნებულ გაერთიანებული სამეფოს საგარეო, უსაფრთხოების, თავდაცვისა და განვითარების პოლიტიკის განახლებულ ინტეგრირებულ კვლევაზე, სადაც საქართველოც არის ნახსენები და პირველადაა გამოყენებული ტერმინი „ოკუპაცია."

ჯონათან ჯანოგლიმ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა დაადასტურა.

შეხვედრის დასასრულს, შალვა პაპუაშვილმა ჯონათან ჯანოგლის ქართულ-ბრიტანულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადასცა“, - აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო