გერმანიის სამხედრო-საზღვაო ძალების მთავარსარდლის, იან კრისტიან კააკის განცხადებით, 9 სექტემბერს ბალტიის ზღვაში სამხედრო წვრთნები ჩატარდება, რომლებშიც 30-მდე ხომალდი და 3000-ზე მეტი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. წვრთნების მიზანი, ისტორიაში პირველად, რუსეთის პოტენციურ თავდასხმაზე რეაგირება იქნება.
ინფორმაციას DW ავრცელებს.
„ჩვენ ვუგზავნით რუსეთის მკაფიო სიგნალს სიფხიზლის შესახებ: საიმედო შეკავება თავდასხმის უნარსაც უნდა შეიცავდეს“, - განაცხადა იან კრისტიან კააკმა.
მისივე თქმით, წვრთნების ადგილას აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ფლოტი ხომალდ „Mesa Verde“-ს გაგზავნის, რომლის სიგრძე 200 მეტრს აღემატება და რომელიც 800-მდე საზღვაო ქვეითის ტრანსპორტირებასა და დესანტისთვის არის განკუთვნილი.
გამოცემის ცნობით, Northern Coasts-ში ნატო-ს ქვეყნების, ჩრდილოატლანტიკური ალიანის მომავალი წევრის - შვედეთის, და ასევე მოკავშირეების: აშშ-ს, კანადის, ნიდერლანდების, ბელგიის და საფრანგეთის სამხედროები მიიღებენ მონაწილეობას და ისინი სადესანტო ოპერაციებს და ზღვიდან დარტყმებს დაამუშავებენ.
წვრთნების კიდევ ერთი მიმართულება ბალტიის ზღვაში არსებული საზღვაო გზების დაცვა იქნება.