ინდოეთმა ორბიტაზე მზის შემსწავლელი ავტომატური სადგური გაიყვანა.
ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ავტომატური სადგურის გაშვება ბენგალის ყურეში მდებარე ეროვნული კოსმოდრომიდან განხორციელდა.
„სადგური გარკვეული დროით დედამიწის გარშემო იტრიალებს, შემდეგ კი ლანგრანჟ L1 წერტილისკენ გაემგზავრება, სადაც დედამიწისა და მზის გრავიტაციული მიზიდულობა ერთმანეთს უტოლდება. მისია 4-თვიანი იქნება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ეს მზის შესწავლის ინდოეთის მიერ განხორციელებული პირველი მისიაა და მისი მიზანი მზის ქრომოსფეროსა და გვირგვინის კვლევაა ელექტრომაგნიტური ველების, ნაწილაკების და მაგნიტური ველის დეტექტორების მეშვეობით.