ევროკომისიამ ოფიციალური მოსკოვის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე. წ. არჩევნების ჩატარება დაგმო

ევროკომისიის სპიკერმა, პეტერ სტანომ ოფიციალური მოსკოვის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე. წ. „არჩევნების“ ჩატარება დაგმო.

აღნიშნულ განცხადებას პეტერ სტანო X-ზე (ყოფილი Twitter-ი) აქვეყნებს.

„რუსეთის ფედერაციამ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავის უკანონო ე.წ. არჩევნებზე ვადამდელი კენჭისყრა დაიწყო. ეს საერთაშორისო სამართლისა და უკრაინის სუვერენიტეტის შემდგომ მასობრივ დარღვევას წარმოადგენს“, - განაცხადა სტანომ.

მისივე თქმით, ყველა პირი, რომელიც დაკავშირებულია ამ უკანონო პროცესთან, პასუხისგებაში მიეცემა.

„ყირიმი, ხერსონი, ზაპოროჟიე, დონეცკი, ლუგანსკი – ყველაფერი ეს უკრაინაა”, - დასძინა მან.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა