რუსეთი „დიდი პრივატიზაციისთვის“ ემზადება

რუსეთი „დიდი პრივატიზაციისთვის“ ემზადება. რუსული მედიის ცნობით, სახელმწიფო აქტივების მასშტაბური რეალიზაციის პროცესის დაწყება არა უგვიანეს 2024 წლის აპრილ-მაისში არის დაგეგმილი, ანუ რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ (რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 17 მარტს ჩატარდება).

გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად იმ ბიზნესმენების ჩამონათვალი მზადდება, რომლებსაც პრივატიზებაში მონაწილეობის მიღების საშუალება მიეცემა.

პროცესის ორგანიზატორებს, პირველ რიგში, ბიზნესმენების ფინანსური უნარიანობა, პუტინისადმი ლოიალობა და უკრაინის წინააღმდეგ ომში თითოეული კონკრეტული მონაწილის ფინანსური დახმარების მოცულობა აინტერესებთ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა