ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთის უსაფრთხოების არქიტექტურა დაკავშირებული იყო რუსეთთან - უსაფრთხოების სფეროში მხოლოდ ერთ ქვეყანაზე სრულად დამოკიდებულება სტრატეგიული შეცდომაა

უსაფრთხოების სფეროში მხოლოდ ერთ ქვეყანაზე სრულად დამოკიდებულება სტრატეგიული შეცდომაა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა La Repubblica-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„სომხეთის უსაფრთხოების არქიტექტურა 99.99%-ით იყო დაკავშირებული რუსეთთან, მათ შორის იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის კუთხითაც. თუმცა, დღეს, როცა თავად რუსეთს სჭირდება იარაღი და საბრძოლო მასალა, ამ ვითარებაში, ცხადია, რომ რუსეთის ფედერაცია სურვილის შემთხვევაშიც კი ვერ დააკმაყოფილებდა სომხეთის უსაფრთხოების საჭიროებებს. ანუ, ამ მაგალითმა უნდა გვაჩვენოს, რომ უსაფრთხოების სფეროში მხოლოდ ერთ ადგილზე დამოკიდებულება ან მიჯაჭვულობა თავისთავად სტრატეგიული შეცდომაა“, - განაცხადა სომხეთის პრემიერმა.

მისი თქმით, მხოლოდ მას შემდეგ, რაც სომხეთმა „იგემა ამ შეცდომის მწარე ნაყოფი“, ერევანმა დაიწყო უსაფრთხოების პოლიტიკის დივერსიფიკაციის მცდელობები.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის