თავდაცვის უწყებაში საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის პროგრესის შეფასების აღმასრულებელი დონის შეხვედრა გაიმართა

თავდაცვის სამინისტროში საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის (GDDEI) განხორციელების პროგრესი და სამომავლო გეგმები განიხილეს. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ინიციატივის მიმდინარეობის შეფასების მიზნით, საქართველოში აშშ-ის ევროპული სარდლობის მაღალი დონის დელეგაცია ჩამოვიდა ბრიგადის გენერალ ბრიონ ტერელის ხელმძღვანელობით.

„თავდაცვის სამინისტროში გამართულ გაფართოებულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი ხელმძღვანელობდა. მხარეებმა საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის მიმდინარეობა დადებითად შეაფასეს. შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და აშშ-ის თავდაცვის სექტორებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობა. აქცენტირდა თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის მნიშვნელოვანი როლი თავდაცვის ძალების მოდერნიზაციისა და ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების პროცესში.

საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და მზარდ საფრთხეებს, საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერების კონკრეტულ ნაბიჯებსა და მრავალეროვნულ სწავლებებს, ამ პროცესში აშშ-ის ევროპული სარდლობის მნიშვნელოვან კონტრიბუციასა და მხარდაჭერას.

საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის პროგრესის მიმოხილვის შეხვედრას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების ხელმძღვანელი დევიდ მორგანი, აშშ-ის ევროპული სარდლობისა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის ძალისხმევის ხაზების ხელმძღვანელებიც“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო