ვიოლა ფონ კრამონი ოძისში, საოკუპაციო ხაზთან - აქ არსებული სიტუაცია გვახსენებს, რომ უდიდესი შეცდომა იქნა დაშვებული, როცა არ განხორციელდა თანმიმდევრული ქმედებები მას შემდეგ, რაც რუსეთმა ტერიტორიები დაიკავა

ყველა ჩვენგანისთვის საკმაოდ იმედგამაცრუებელია იმის დანახვა, რომ საქართველოს დეოკუპაციის კუთხით ყველა საერთაშორისო მოლაპარაკებას აქვს ნულოვანი შედეგი იმასთან შედარებით, რასაც რეალურად საქართველო იმსახურებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა ოძისში, საოკუპაციო ხაზთან განაცხადა.

როგორც ევროპარლამენტარმა აღნიშნა, ამ წლებში სიტუაცია არ უმჯობესდება.

მისი თქმით, დასავლეთმა შეცდომა დაუშვა, როცა რუსეთის საქართველოში შეჭრის შემდეგ შესაბამისად არ იმოქმედა.

„ვფიქრობ, აქ არსებული სიტუაცია გვახსენებს, რომ უდიდესი შეცდომა იქნა დაშვებული, როცა არ განხორციელდა თანმიმდევრული ქმედებები მას შემდეგ, რაც რუსეთმა აქ ტერიტორიები დაიკავა. ახლა ჩვენ ვხედავთ უკრაინაში უზარმაზარ სოლიდარობას, არის სანქციები. ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ისეთი თანმიმდევრულები, როგორც ახლა უკრაინაში და ვფიქრობ, როცა უკან ვიხედები, ეს დიდი შეცდომა იყო", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა