ვიოლა ფონ კრამონი პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე - ჩემი აზრით, ეს რეალური პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობაა

ჩემი აზრით, ეს რეალური პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობაა, - ასე უპასუხა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებით ხელისუფლების გადაწყვეტილების შესახებ დასმულ შეკითხვას.

კერძოდ, ოძისში, საოკუპაციო ხაზთან მყოფ ევროპარლამენტარს ჟურნალისტებმა დაუსვეს შეკითხვა, როგორ აღიქვამენ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას დასავლელი პარტნიორები.

„ჩემი აზრით, ეს რეალური პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობაა. სხვა პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობა", - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე გააკეთა. კობახიძის განმარტებით, იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება მიუხედავად იმისა, რომ მის აღსრულებას პარლამენტში ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდება.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება