„ნაციონალური მოძრაობა“ - ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი აგრძელებს და აძლიერებს ორგანიზებულ ძალადობას მთავარი ოპოზიციური პარტიის მიმართ

ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი აგრძელებს და აძლიერებს ორგანიზებულ ძალადობას მთავარი ოპოზიციური პარტიის მიმართ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

პარტიის განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობა“ გააგრძელებს და გააძლიერებს ბრძოლას იმისთვის, რომ საქართველო იყოს ერთიანი და დემოკრატიული.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებზე მთავრობისა და “ქართული ოცნების” ადგილობრივი ოლიგარქის - ვასილ ჩიგოგიძის მიერ ორგანიზებულმა თავდასხმამ, რომლის დროსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩვენი პარტიის ადგილობრივ ლიდერებს - თათია ნიკოლაშვილს, დავით მჟავანაძესა და არჩილ სიხარულიძეს, კიდევ ერთხელ ცხადი გახადა ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი აგრძელებს და აძლიერებს ორგანიზებულ ძალადობას მთავარი ოპოზიციური პარტიის მიმართ.

მათი ეს ნაბიჯი გამოწვეულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ეფექტური მუშაობის შედეგების შიშით.

ჩვენ გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ ბრძოლას იმისთვის, რომ საქართველო იყოს ერთიანი და დემოკრატიული, რომლის ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობა დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობით იქნება დაცული.

საქართველოს საუკეთესო დღეები არის წინ და ნებისმიერი სახის ორგანიზებული ძალადობა და ესკალაცია, მხოლოდ და მხოლოდ მოაახლოებს ცვლილებებს”,-აღნიშნულია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო