რუსული ძალები ოდესას დრონებით დაესხნენ თავს

ოდესის ოლქში, დრონებით თავდასხმის გამო, საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, თავდასხმა მოხდა იზმაილის, კილიასა და პრიმორსკოეს რაიონებზე. გავრცელებული ინფორმაციით, რუსებმა, სავარაუდოდ, პრიმორსკო-ახტარსკიდან Shahed-ის დრონები გაუშვეს.

"თითქმის ორი საათია, მტერი ოდესის ოლქს სამხრეთ ნაწილს (იზმაილის რაიონი) დრონებით უტევს", - განაცხადა ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ კიპერმა.

მისი თქმით, რეგიონში საჰაერო თავდაცვა მოქმედებს.

შეგახსენებთ, რუსები ოდესის ოლქს გუშინაც დაესხნენ თავს, რის შედეგადაც საპორტო ინფრასტრუქტურა დაზიანდა და ორი ადამიანი დაშავდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება