ვოლოდიმირ ზელენსკი - საფრანგეთი უკრაინელ პილოტებს გაწვრთნის

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საფრანგეთი უკრაინელი პილოტების წვრთნებში ჩაერთვება.

"საფრანგეთის პრეზიდეტთან, ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრის დროს განვიხილეთ ჩვენი ოდესის რეგიონის დაცვა - რისი გაკეთება შეუძლია საფრანგეთს ოდესისა და რეგიონის დასაცავად. არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება საფრანგეთში ჩვენი მფრინავების მომზადებაზე", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბარში განიხილეს უკრაინის თავდაცვის პაკეტები. ასევე, მოლაპარაკებების დროს მიღწეული იქნა შეთანხმება საფრანგეთისა და ფრანგული კომპანიების თავდაცვის მრეწველობის ფორუმში მონაწილეობასთან დაკავშირებით. განიხილეს „მარცვლეულის დერეფნის“ ფუნქციონირების უზრუნველყოფა და ოდესის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერება. გარდა ამისა, ზელენსკი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ დაიწყონ მოლაპარაკებები უსაფრთხოების ორმხრივ გარანტიებზე "დიდი შვიდეულის" დეკლარაციის ფარგლებში.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა