თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევებს 11 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ დენიზლიში ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა და 95 დაშავდა, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

გამოცემა Hürriyet-ის ცნობით, ქალაქ დენიზლიში რამდენიმე საათიანი ინტერვალით ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. პირველს 7 ადამიანი ემსხვერპლა და 42 დაშავდა, მეორე ავარიის შედეგად კი, როდესაც მსუბუქი ავტომობილი ჯერ ავტობუსს, შემდეგ კი მიკროავტობუსს შეეჯახა, 4 ადამიანი დაიღუპა და 53 დაშავდა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა