მედია - აშშ-ს სურს, უკრაინას 1 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების რუსული აქტივები გადასცეს

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების სანქცირებული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემას ცდილობს, - ინფორმაციას CBS ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 2022 წლის თებერვლის ბოლოდან, უკრაინაში ომის დაწყებიდან, აშშ-ის ხელისუფლებამ მთელ მსოფლიოში ხელი შეუწყო 1 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სანქცირებული რუსული აქტივების ჩამორთმევას.

„ჩვენ ვითხოვთ კონგრესისგან ნებართვას, რომ მიღებული თანხები გამოვიყენოთ უკრაინელი ხალხის საკეთილდღეოდ“, - განუცხადა CBS-ს გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ, ლიზა მონაკომ.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა მაისში პირველად გასცა ნებართვა, უკრაინას გადასცემოდა რუსი ოლიგარქის აქტივები, რომლებიც მას სანქციების დარღვევის გამო ჩამოართვეს. საუბარია რუსი მეწარმის, კონსტანტინე მალოფეევის აქტივებზე. აშშ-ის ხელისუფლების განცხადებით, მალოფეევი ფინანსურად უჭერდა მხარს რუსებს და ყირიმში სეპარატისტულ განწყობას აღვივებდა.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
თბილისში კონფერენცია - „Medical Aesthetic Summit“ - ჩატარდება
„თელიანი ველი“ - ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელია
როცა ტრადიცია თავიდან იბადება - შალოშვილის მარანი