ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული როლანდ აჟიბას ჩართულობით, აჭარაში „აფხაზური კულტურის ცენტრი“ იხსნება

არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთობა ხვალისთვის“ ინფორმაციით, აჭარაში „აფხაზური კულტურის ცენტრის“ გახსნა იგეგმება.

მათივე ცნობით, არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთობა ხვალისთვის“ და ოკუპირებული აფხაზეთის საზოგადოების წარმომადგენლის, როლანდ აჟიბას ინიციატივით მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა.

როგორც როლანდ აჟიბა აცხადებს, „აფხაზური კულტურის ცენტრის“ გახსნის იდეა საზოგადოებაში დიდი ხანია არსებობს.

„ძალიან კარგი იდეაა „აფხაზური კულტურის ცენტრის“ შექმნა. ღმერთმა ქნას, რომ ეს იდეა განხორციელდეს და ცენტრმა ფუნქციონირება შეძლოს. დიდი ხანია ამ ცენტრის შექმნის სურვილი არსებობს, თუმცა სხვადასხვა შემაფერხებელი მიზეზების გამო, არ გამოდიოდა. ახლა სწორედ ამ თემაზე მსჯელობისთვის შევიკრიბეთ. ღვთის შეწევნით, ოცნება პრაქტიკულად სრულდება. როდესაც ცენტრი გაიხსნება, ამ ფაქტს უფრო ფართო მასებში აღვნიშნავთ. მე ვიცი, რომ აჭარაში ძალიან ბევრი აფხაზი ცხოვრობს. არ მინდა, რომ ისინი უბრალოდ არსებობდნენ. მინდა განვითარდნენ, ჰქონდეთ იდეები და პროექტები, რომელთაც ერთობლივად განვახორციელებთ,“- აცხადებს როლანდ აჟიბა.

ორგანიზაციის ცნობითვე, ღონისძიებას არასამთავრობო სექტორის ხელმძღვანელები, აჭარაში მცხოვრები ეთნიკური აფხაზები და იდეის მხარდამჭერები ესწრებოდნენ.

„როგორც „აფხაზური კულტურის ცენტრის“ შექმნის ინიციატორები აცხადებენ, შეხვედრაზე კონკრეტული ინიციატივები იქნა გაჟღერებული.

„აფხაზური კულტურის ცენტრის“ მიზანი აფხაზური ენისა და კულტურის პოპულარიზაცია, ასევე, ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენა და ერთობლივი სამშვიდობო ღონისძიებების ჩატარება იქნება,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2023
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა