ილია დარჩიაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ისრაელის სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს დელეგაციის ხელმძღვანელს, ქნესეთის სპიკერს ამირ ოჰანას შეხვდა

4 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ისრაელის სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს დელეგაციის ხელმძღვანელს, ქნესეთის სპიკერს ამირ ოჰანას შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების აქტუალური საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილეს.

„საგარეო საქმეთა მინისტრმა ქვეყნებს შორის მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით უკვე განხორციელებულ ღონისძიებებს გაუსვა ხაზი.

საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. კმაყოფილებით აღინიშნა, რომ საქართველოსა და ისრაელის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ბიზნეს კონტაქტების გაღრმავებისა და საპარლამენტო განზომილების მნიშვნელობაზე ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის ფორმირების საქმეში“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო