შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე - კითხვა თუ აქვთ რაიმე, ინტერპელაცია სწორედ ამისთვის არსებობს - საგამოძიებო კომისია რა დამატებით საშუალებას აძლევთ, ჩემთვის გაუგებარია

კითხვა თუ აქვთ რაიმე, ინტერპელაცია სწორედ ამისთვის არსებობს - საგამოძიებო კომისია რა დამატებით საშუალებას აძლევთ, ჩემთვის გაუგებარია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ინიციატივას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კიდევ ერთი რადიკალური პოლიტიკური დღის წესრიგის შემოტანის მცდელობა.

„ჩემი მოწოდება იქნებოდა ოპოზიციის მიმართ, მინიმუმ დაელოდონ ინტერპელაციას და ნახონ რა კითხვები დარჩათ, რომელზეც პასუხს ელიან და ამ პასუხებს მიიღებენ თუ არა. შინაგან საქმეთა მინისტრი მოვა და ყველა ამ კითხვას გასცემს პასუხს. ოპოზიციაშიც ვხედავთ, რომ ამაში [საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხში] ერთიანობა არ არის. ეს ცხადია და ჩანს კიდევაც, რომ ეს არის კიდევ ერთი პოლიტიკური რადიკალური დღის წესრიგის შემოტანის მცდელობა. კითხვა თუ აქვთ რაიმე, ინტერპელაცია სწორედ ამისთვის არსებობს, რომ დაიბარონ ის ანგარიშვალდებული სტრუქტურები საქართველოში და ინტერპელაციის წესით გასცემენ ყველა კითხვას პასუხს. საგამოძიებო კომისია რა დამატებით საშუალებას აძლევთ ჩემთვის გაუგებარია, გარდა იმისა, რომ ამით იმედი შეიძლება ჰქონდეთ, რომ ამ თემის გარშემო გარკვეული მედია აჟიოტაჟი შექმნან, რაც არის ყველაზე არაღირსეული საქციელი იმ ტრაგედიის ფონზე, რაც ჩვენ შოვში ვნახეთ. ეს არ არის არც პოლიტიკურად სწორი საქციელი და არც ადამიანურად,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო