შალვა პაპუაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტის - ქნესეთის თავმჯდომარე ამირ ოჰანას შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქართველ და ებრაელ ხალხს შორის ისტორიულად მჭიდრო კავშირებს.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა საპარლამენტო დონეზე, ასევე, ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურისა და უსაფრთხოების მიმართულებებით.

„აღინიშნა, რომ მზარდია ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების დინამიკა. ყურადღება გამახვილდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრების ნაყოფიერ ვიზიტებზე ისრაელის სახელმწიფოში.

შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საპარლამენტო თანამშრომლობა, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფების დონეზე. მხარეებმა გამოხატეს საკანონმდებლო ორგანოებს შორის კავშირების შემდგომი გაძლიერების მზაობა, მათ შორის, კომიტეტების დონეზე.

ყურადღება, აგრეთვე, გამახვილდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობაზე, რომლის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება მომავალ წელს იგეგმება.

ამირ ოჰანამ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ისრაელის სახელმწიფოს მხარდაჭერა. მან აღნიშნა, რომ მზად არის, ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას და შალვა პაპუაშვილი ისრაელის სახელმწიფოში მიიწვია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო