ირაკლი ზარქუა - კონსტიტუციის დარღვევას არავის გავუტარებთ - პრეზიდენტს მთავრობისაგან თანხმობა, ნებართვა არა აქვს, დადის და კაციშვილმა არ იცის, იქ რას ლაპარაკობს

კონსტიტუციის დარღვევას არავის გავუტარებთ - პრეზიდენტს მთავრობისაგან თანხმობა, ნებართვა არა აქვს, დადის და კაციშვილმა არ იცის, იქ რას ლაპარაკობს, აქ კი მოვისმინეთ, რომ თურმე საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებას არ იმსახურებს, - აღნიშნული განცხადება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.

ზარქუას თქმით, როდესაც პრეზიდენტი ევროპულ ვოიაჟს ასეთი განწყობით აანონსებს, მიუღებელია.

მისივე მტკიცებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძველი არსებობს.

"ჩვენ პრეზიდენტი იმისთვის ავირჩიეთ, რომ კონსტიტუციის გარანტი ყოფილიყო. ჩვენ არ აგვირჩევია პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციის დამრღვევი იქნება. შესაბამისად, მმართველი პარტიის რეაგირება არგუმენტირებული და ადეკვატურია.

თქვენ გახსოვთ რადიკალური, ხელმოცარული ოპოზიციის სალომეზე თავდასხმები. ზოგი რა სიტყვებით მოიხსენიებდა... მერიდება კიდეც, ისეთი ეპითეტებით ამკობდნენ, ვერ გავახმოვანებ - ეძახდნენ უბედურებებს, მაგრამ დღეს მათი მხარდაჭერის ობიექტი გახდა. ლამის ვარსკვლავ ქალბატონად აქციეს.

ზუსტად ვიცი, რომ ჩვენი ამ გადაწყვეტილებით ქალბატონი სალომე ადეკვატური და კონსტიტუციის დამცველი ვერ გახდება, არც ზნეს და ჩვევას შეიცვლის. როდესაც მთელი ქვეყანა, მმართველი პარტია ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, ამ დროს პრეზიდენტი გამოდის და ამბობს, რომ არ იმსახურებს. ამით ამ ხელმოცარულთა ნარატივს აძლიერებს.

ჩვენი გადაწყვეტილება არის მკაფიო გზავნილი მმართველი პარტიისგან, რომ არავის, მათ შორის პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევა არ შერჩება. ამას საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ქართული ოცნების" უმრავლესობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების პროცედურას იწყებს. უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის თქმით, ამის მიზეზია სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური შეხვედრები საზღვარგარეთ, რასაც მთავრობის თანხმობა არ ჰქონდა.

პრეზიდენტის იმპიჩმენტს პარლამენტის 100 წევრის მხარდაჭერა სჭირდება.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს