ირაკლი ზარქუა - კრამერი იქნება, ვიოლა ფონ კრამონი, თუ სხვა ხელმოცარული, ვინც თბილისში ხართ შეკრებილი, რადიკალებს მხარს უჭერთ, რევოლუციისთვის ნიადაგს ამზადებთ და მეორე ფრონტი გინდათ, ვერ ეღირსებით, გამორიცხულია!

ბატონო ბუშო, დარღვევისთვის საკუთარ პრეზიდენტს ასამართლებთ - იქნებ, ეს თემა მოიკითხოთ - პარლამენტზე შტურმი და „მოლოტოვის კოქტეილებით“ დევნის გამოა კითხვები და გამოძიება, თქვენ ადამიანები უკვე დაიჭირეთ, ეს ამერიკაში შესაძლებელია და საქართველოში დემოკრატიაზე თავდასხმაა?! - ეტყობა, ეს წერილი თქვენი დაწერილი არ არის ან ამ თემაში სიღრმისეულად არ ხართ შესული, თორემ, ასეთ წერილს არ დაწერდით, - ეს განცხადება პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ქართველი ხალხისადმი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის მიმართვის პასუხად გააკეთა, რომელიც თბილისში მიმდინარე საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაზე, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის დირექტორმა, დეივიდ კრამერმა წაიკითხა.

ზარქუა იმასაც ამბობს, რომ აღნიშნულ კონფერენციაზე არიან არა საქართველოს მეგობრები, არამედ რადიკალები და ხელმოცარულები ოპოზიციიდან და მათი ფასიანი ლობისტები.

"მერამდენე წელია ამ კონფერენციაზე ათიათასობით დოლარი იხარჯება. რისთვის ატარებენ კონფერენციებს? - იმისთვის, რომ საქართველოს ინტერესები შელახონ და ჩვენი ქვეყანა არასწორი ბრალდებებში დაადანაშაულონ. რისთვის? - იმისთვის, რომ საქართველომ მეორე ფრონტი არ გახსნა და იმისთვის, რომ სააკაშვილი არ გავასამართლოთ. ამას ვინ გვეუბნება? - აშშ-ს წარმომადგენლები, რომელთაც ახლახან ბრალდება წაუყენეს ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს, რომ თურმე მან არჩევნების შედეგები არ აღიარა. ე.ი. ორმაგი სტანდარტია, აქ ყველაფერი „მოსულა“. კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო ადამიანებს ასამართლებენ და ციხეში ჩასვეს, საქართველოში ადამიანებს „მოლოტოვის კოქტეილით“ რომ დასდევდნენ, პარლამენტს ანგრევდნენ, ამაზე ჩუმად უნდა ვიყოთ. ასეთი მიდგომისა და დემოკრატიის არ მჯერა. ეს არის საქართველო! ყველამ კარგად გაიგოს, ფასიანმა ლობისტებმაც და ხელმოცარულებმაც - საქართველოს აქვს უდიდესი ტრადიციები და არავის გავუტარებთ, რომ ჩვენი ქვეყანა „ბანანების რესპუბლიკა“ ეგონოს! კრამერი იქნება, ვიოლა ფონ კრამონი, თუ სხვა ხელმოცარულები, ვინც იქ ხართ შეკრებილები და საქართველოს საწინააღმდეგო ქმედებებს სჩადიხართ - პოლარიზაციას აღვივებთ, რადიკალებს მხარს უჭერთ და რევოლუციისთვის ნიადაგს ამზადებთ, მეორე ფრონტი გინდათ, ვერ ეღირსებით, გამორიცხულია, არ გაგიტარებთ! სულ ტყუილად ხარჯავენ ასიათასობით დოლარს, ამდენი წელია კონფერენციას ატარებთ.

ქართველებმა ამით რაიმე მიიღეს?! - არა! შეიკრიბებიან ფურშეტზე, ერთმანეთს შეაქებენ. ეს კაცი ამერიკიდან გამოაგდეს, რადგან ხელმოცარულია, „ნაციონალური მოძრაობის“ ფასიანი ლობისტი იყო და ეს ატარებს კონფერენციას, ამას უნდა ვუსმინოთ?!

რაც შეეხება ჯორჯ ბუშის წერილს, ამ კონფერენციის ავტორიტეტზე მიუთითებს ის, რომ ჯორჯ ბუშს ჩართვა კი არ ჰქონდა, წერილი დაწერა, ამას კითხულობენ და იქ რა ჩაასწორეს და რა არა, მეათეხარისხოვანია. ბუში იქნება თუ სხვა, თუ ჩემი ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებებისკენ მომიწოდებს - კონსტიტუცია დავარღვიო და სააკაშვილი გარეთ გამოვუშვა? - ეს გამორიცხულია“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის