ჟიგიმანტას პავილიონისი - საქართველო უდიდესი დასავლური დაშოშმინების პოლიტიკის, უხერხემლობის შედეგია - ის, რაც  ბუქარესტიდან ვილნიუსამდე გავაკეთეთ, სირცხვილია, ჩვენ უბრალოდ დავაშოშმინეთ რუსეთი

ვფიქრობდი, რატომ დააფუძნა სენატორმა მაკკეინმა ეს კონფერენცია საქართველოში, რადგან ყოველ წელს ჩვენ გვაქვს დაპირისპირება საკუთარ სინდისთან. იმიტომ, რომ საქართველო უდიდესი დასავლური დაშოშმინების პოლიტიკის, უხერხემლობის შედეგია - ბოროტისა და ეშმაკის გულში ჩაკვრა მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩაიდინეს, - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის წევრმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე - „პუტინიზმის დამარცხება!" - განაცხადა.

მისი თქმით, ბუქარესტის სამიტზე რომ ამერიკელებისა და ლიეტუველების აზრი გაეთვალისწინებინათ, ახლა არც საქართველო და არც უკრაინა ოკუპირებული არ იქნებოდნენ.

„არანაირი ოკუპაცია საქართველოში, არანაირი ოკუპაცია უკრაინაში, არანაირი მოლაპარაკება, მაგრამ ეს მომავალი უარყვეს. ასე რომ, ძალიან უხეში ვიქნები და ვიტყვი: თუ ჩვენ გავაგრძელებთ ამ სტრატეგიას, სტრატეგიის არ ქონის სტრატეგიას, თუ გავაგრძელებთ ამ რუსეთის მიმართ დაშოშმინების პოლიტიკას, სჯობს, არ ვიზეიმოთ ნატო-ს მომავალი ვაშინგტონში ნატო-ს სამიტზე, რადგან ეს იქნება მხოლოდ წარსულის ზეიმი და ამ წარსულში მე ვერ ვხედავ ბევრ ნათელ წერტილს, სიმართლე გითხრათ, რადგან ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ ბუქარესტიდან ვილნიუსამდე, სირცხვილია. სირცხვილია, რადგან იმის ნაცვლად, რომ შეგვექმნა ევროპა მთლიანი და თავისუფალი, იმის ნაცვლად, რომ გვებრძოლა ჩვენს კონსტიტუციებში, ნატო-ს ხელშეკრულებაში ჩაწერილი ღირებულებებისთვის, ჩვენ უბრალოდ დავაშოშმინეთ რუსეთი“, - აღნიშნა ჟიგიმანტას პავილიონისმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო