კურტ ვოლკერი - საქართველოს უდიდესი პრობლემა არის პოლარიზაცია

ვფიქრობ, უდიდესი პრობლემა საქართველოში არის პოლარიზაცია. ადამიანებს ერთად მუშაობა არ შეუძლიათ, - ამის შესახებ „ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ (CEPA) წარმომადგენელმა, კურტ ვოლკერმა თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა.

„საქართველოს ეროვნულ ინტერესებში შედის, ევროკავშირში, ნატო-ში გაწევრიანება, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, რომ საქართველო აყვავებულ ქვეყნად იქცეს, ადამიანების კეთილდღეობა. ქართველებმა ერთად უნდა იმუშაონ ამაზე. ყველაზე იმედის გამაცრუებელი იმის ხილვაა, რომ ქართველები საუბრობენ იმ პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელსაც ისინი წარმოადგენენ, ოპოზიციურ პარტიას თუ სამთავრობო პარტიას. ყველა საუბრობს იმას, რაც მათ სურთ და არ შეუძლიათ ერთად მუშაობა“, - აღნიშნა კურტ ვოლკერმა.

მისი თქმით, საქართველომ უნდა შეინარჩუნოს ეროვნული მიმართულების ძლიერი განცდა, რომ უკრაინამ რუსეთის დამარცხება შეძლოს.

„საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. საუკეთესო რამ, რაც საქართველოს შეუძლია გააკეთოს, ეროვნული მიმართულების ძლიერი განცდის შენარჩუნებაა, რომ უკრაინამ შეძლოს რუსეთის დამარცხება, საკუთარი ტერიტორიის დაცვა, რაც ყველაფერს შეცვლის. ვფიქრობ ეს მოხდება, არ მგონია, რომ ამ ომში პუტინი გამარჯვებას შეძლებს, უკრაინის ტერიტორიებს დაიკავებს და არ ვარ დარწმუნებული, რომ ის კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება რუსეთის პრეზიდენტი“, - აღნიშნა კურტ ვოლკერმა.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა