პარლამენტის შენობაში შესვლის მსურველებზე საშვის დაშვების დროს, საშვის დაშვების  მიზნობრიობის მითითება იქნება სავალდებულო

პარლამენტის სასახლეში შესვლის მსურველებზე საშვის დაშვების დროს, საშვის დაშვების მიზნობრიობის მითითება იქნება სავალდებულო.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გამოსცა ბრძანება - “საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის შესახებ“, რომელიც ძალაში 18 სექტემბერს შევა.

ბრძანების მიხედვით, გარკვეული ცვლილებაა საშვის დაშვების წესსა და პირობებში, რაზეც პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე ისაუბრა. შემოდის ვიზიტორთა ქცევის წესი, რომელიც პაპუაშვილის განმარტებით, სამუშაო და უსაფრთხო გარემოს შესანარჩუნებლად სტანდარტებს აწესრიგებს.

“ეს არის განახლებული წესი, რომელიც მანამდეც არსებობდა. მისი მთავარი არსი არის როგორც პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების და სამუშაო გარემოს დაცვა, ასევე პარლამენტის სასახლეში შემოსვლის წესი, საშვის დაშვების წესი, ვიზიტორების შემოსვლა, ავტომანქანით შემოსვლა და ყველა ეს საკითხი, რომელიც მოწესრიგებული იყო, ერთ სისტემატიზირებულ მდგომარეობაში მოვიყვანეთ, საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით.

როგორც აქამდე, როგორც პარლამენტის წევრებს, ასევე აპარატის შესაბამის წევრებს, ვისაც საშვის დაშვების უფლება აქვთ, ისინი კვლავ დაუშვებენ საშვებს. საშვთა ბიურო იმუშავებს 9 საათამდე, ნაცვლად 7-საათისა. ასევე შემოდის საშვის დაშვების დროს მიზნობრიობის მითითების ვალდებულება - კერძოდ, შეხვედრა თუ ღონისძიება. სამწუხაროდ, ჩვენ გვქონდა შემთხვევები, როდესაც საშვი იყო დაშვებული ადამიანის მიერ არა იმისთვის, რომ მასთან მიდიოდა ვიზიტორი, არამედ სხვა ღონისძიებაზე ან სხვა ადამიანთან. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს წესი დაცული იყოს.

ასევე, შემოდის ვიზიტორთა ქცევის წესი, რომელიც აწესრიგებს სამუშაო და უსაფრთხო გარემოსთვის შესანარჩუნებლად სტანდარტებს, რომელიც სრულად ეფუძნება ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტების საუკეთესო გამოცდილებას.

ასევე, წესრიგდება უსაფრთხოების დონეები. შემოდის ზუსტი განსაზღვრება უსაფრთხოების დონეების: წითელი, ყვითელი და მწვანე. შესაბამისად, მწვანე დონე არის, როდესაც არანაირი შეზღუდვა არ არის. წითელი გულისხმობს ევაკუაციის შემთხვევას, როდესაც ფორს-მაჟორული სიტუაცია არის და ყვითელი დონე, როდესაც შეიძლება სხვადასხვა სახის შეზღუდა იყოს ვიზიტორების შეზღუდვასთან დაკავშირებით“, - განმარტა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო