რუსეთის ეკონომიკის სამინისტრომ სოხუმის აეროპორტის მშენებლობისთვის ინვესტორების შესარჩევად განაცხადების მიღება დაიწყო

რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ სოხუმის აეროპორტის მშენებლობისთვის პოტენციური ინვესტორების შესარჩევად განაცხადების მიღების დაწყების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ წერს.

განაცხადების მიღება 15 სექტემბერს დასრულდება. ინვესტორის არჩევის შესახებ გადაწყვეტილებას რუსეთ-აფხაზური ერთობლივი კომისია მიიღებს.

მანამდე რუსეთის ფედერაციისა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებამ ხელი მოაწერა „შეთანხმებას“, რომლის მიხედვითაც, საინვესტიციო პროექტს „რუსული იურიდიული პირი“ განახორციელებს.

დოკუმენტი უკვე რატიფიცირებულია ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის მიერ.

2022 წელს, რუსეთის ეკონომიკის მინისტრის აფხაზეთში ვიზიტის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ პროექტის შემოთავაზებული ინვესტორი არის რუსული ინდუსტრიული ჯგუფი Basic Element. ის შედგება კომპანიებისგან, რომლებიც აკონტროლებენ ან შედიან ბიზნესმენ ოლეგ დერიპასკას ბიზნეს ინტერესების სფეროში.

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის „დეპუტატის“ ალხას ბარციცის განცხადებით, სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციით ორი ინვესტორია დაინტერესებული.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს, რადგან აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ICAO-მ აეროპორტის კოდი გააუქმა და 2006 წლიდან ამოიღო ინფორმაცია დოკუმენტებიდან.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2023
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა