სოჭში ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა დასრულდა

სოჭში რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა დასრულდა.

რუსული მედიის ცნობით, შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში ჩატარდა და საათ -ნახევარი გაგრძელდა.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, შეხვედრაზე უკრაინის კრიზისთან დაკავშირებული საკითხები და ბუნებრივი აირის ჰაბის შექმნის შესახებ რუსეთსა და თურქეთის შორის მოლაპარაკებების დასრულება განიხილეს.

თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თურქეთის ტერიტორიაზე ჰაბის შექმნა ენერგეტიკაში შექმნილ სიტუაციას უფრო სტაბილურს გახდის. მან ასევე შავი ზღვის ინიციატივის მომავალზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ეს აფრიკის ქვეყნებისთვის და ზოგადად მსოფლიოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახდება.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება