რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ჩვენი მჭიდრო კონტაქტი რუსეთთან რეგიონული და გლობალური პრობლემების გადაწყვეტას შეუწყობს ხელს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ანკარასა და მოსკოვს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობები რეგიონული პრობლემების გადაწყვეტის ერთ-ერთ გზას წარმოადგენს.

აღნიშნული განცხადება თურქეთის ლიდერმა სოჭში, რუს კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

"შეხვედრაზე რეგიონული პროცესები განვიხილეთ. ჩვენი მჭიდრო კონტაქტი რუსეთთან რეგიონული და გლობალური პრობლემების გადაწყვეტას შეუწყობს ხელს. ანკარა კვლავ აცხადებს, რომ მზად არის, შუამავლის როლი ითამაშოს უკრაინაში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, რადგან რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფით არის დაინტერესებული", - განაცხადა ერდოღანმა.

მისივე თქმით, თურქეთი ასევე მზად არის, რუსეთს მარცვლეულის გადამუშავებაში და უკვე ფქვილის სახით აფრიკის უღარიბეს ქვეყნებში ტრანსპორტირებაში დაეხმაროს.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი, ასევე, ქალაქ სინოპში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობასაც შეეხო, რომელშიც რუსი სპეციალისტები მიიღებენ მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში რუსი ინჟინრების მონაწილეობით უკვე შენდება აქუიუს ატომური ელექტროსადგური.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს