დმიტრო კულება აცხადებს, რომ ოლაფ შოლცი უახლოეს მომავალში მიიღებს გადაწყვეტილებას უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების გადაცემაზე

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკვე უახლოეს მომავალში მიიღებს გადაწყვეტილებას უკრაინისთვის Taurus-ის ტიპის შორი რადიუსის რაკეტების გადაცემასთან დაკავშირებით.

ინფორმაციას „ინტერფაქსი-უკრაინა“ ავრცელებს.

"მე ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება (Taurus-ის ტიპის რაკეტების გადაცემასთან დაკავშირებით) კანცლერს მაგიდაზე უდევს. მან ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს", – აღნიშნა კულებამ.

მისივე თქმით, რაც შეეხება უკრაინისთვის ATACMS-ის ტიპის შორსსასროლი რაკეტების გადაცემას, აშშ-ს მთავრობა ჯერჯერობით ამ რაკეტების შესაძლო გამოყენების ანალიზს ახორციელებს.

"აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან ბოლო საუბრის დროს, ჩვენ ეს საკითხი განვიხილეთ. მან დამიდასტურა, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ქვეყნის ხელისუფლება ამ რაკეტების გამოყენებასთან და რაოდენობასთან დაკავშირებულ ზოგიერთი მომენტის ანალიზს ახორციელებს. შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ასეთი რაკეტები უკვე მოგვაწოდეს, ამიტომ ბუნებრივი იქნება, თუ ამ კოალიციას გერმანია და აშშ შეუერთდებიან", – დასძინა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს