მამუკა მდინარაძე - იმპიჩმენტთან დაკავშირებით ოთხშაბათამდე დოკუმენტების მომზადება დასრულდება და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს წარედგინება, ამის შემდეგ წარვუდგენთ დოკუმენტებს საკონსტიტუციო სასამართლოს

იმპიჩმენტთან დაკავშირებით ოთხშაბათამდე დასრულდება დოკუმენტების მომზადება და წარედგინება საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულებისას ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მას შემდეგ, რაც კომიტეტი ხელმოწერების ნამდვილობას შეამოწმებს, დოკუმენტები საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება.

„იმპიჩმენტთან დაკავშირებით ოთხშაბათამდე დასრულდება დოკუმენტების მომზადება და წარედგინება საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომელიც შეამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას და ამის შემდეგ დოკუმენტებს წარვუდგენთ საკონსტიტუციო სასამართლოს, შესაბამისი დასკვნისთვის",- განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძის თქმით, არ ჰგონია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "დაექვემდებარება შანტაჟს" და სააკაშვილს შეიწყალებს, მხოლოდ იმის გამო, რომ პრეზიდენტს ემუქრებიან.

მდინარაძის შეფასებით, ეს "პოლიტიკური თვითლიკვიდაცია" იქნება.

"მე არ მგონია, რომ ყველაფრის მიუხედავად სალომე ზურაბიშვილი დაექვემდებაროს შანტაჟს და სააკაშვილი შეიწყალოს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მას ემუქრებიან, იმით, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში იმპიჩმენტის საკითხს დაუჭერენ მხარს. ეს იქნება პოლიტიკური თვითლიკვიდაცია, რომლის მსგავსი პოლიტიკურ ისტორიას ძალიან ცოტა ახსოვს.

მოქმედი პრეზიდენტი იმიტომ იწყალებს რომელიმე დამნაშავეს, რომ მას ემუქრებიან იმპიჩმენტის საკითხზე მხარდაჭერით, ეს შეუძლებელია დავიჯეროთ და ვივარაუდოთ, რომ ამაზე წამსვლელი იყოს სალომე ზურაბიშვილი, მიუხედავად იმისა, რაზეც უკვე წავიდა“, - აღნიშნა მდინარაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო