მამუკა მდინარაძე - კონფერენცია, რომელიც წლებია იმართება საქართველოში, იმ კამპანიის ნაწილი და ინსტრუმენტი გახდა, რომელიც დემოკრატიული არჩევნების წესით არჩეული ხელისუფლების პიარულ გარუსებას ისახავს მიზნად  - ეს არის რადიკალური პლატფორმა

კონფერენცია, რომელიც უკვე წლებია იმართება საქართველოში, იმ კამპანიის ნაწილი და ინსტრუმენტი გახდა, რომელიც საქართველოს და ქართული საზოგადოების მიერ დემოკრატიული არჩევნების წესით არჩეული ხელისუფლების პიარულ გარუსებას ისახავს მიზნად , - ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის შემდეგ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, არ არსებობს იმაზე დიდი მავნებლობა, როდესაც ცდილობ, რომ ქართველ ხალხს და საერთაშორისო საზოგადოებას უთხრა, რომ დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლება პრორუსია.

„დღეს ნახეთ ხომ განცხადებები სხვადასხვა წარმომადგენლის, როგორც ქართველების ისე უცხოელების, ვინც ამ კონფერენციაში იღებდა მონაწილეობას ? ეს არის რადიკალური პლატფორმა, რომელიც იმ საერთო ნარატივში ზის, რომელსაც პიარული უმძიმესი ზიანის მოტანა აქვს მიზნად ამ ქვეყნისთვის და მისი ხელისუფლებისათვის. როდესაც შენ ცდილობ, რომ ქართველ ხალხს უთხრა და საერთაშორისო საზოგადოება დაარწმუნო ის, ვისაც ირჩევს ქართული საზოგადოება, თითქოს პრორუსია, ამაზე დიდი მავნებლობა საკუთარი ქვეყნის მიმართ არ შეიძლება კიდევ რამე იყოს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო