რომის პაპი - როცა „დიდ რუსეთზე“ ვსაუბრობდი, არა გეოგრაფიულ, არამედ კულტურულ ასპექტს ვგულისხმობდი

რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ მისი ბოლო კომენტარები რუსეთთან დაკავშირებით, რომლებიც უკრაინაში იმპერიალიზმის ქებად აღიქვეს, არასწორად იქნა ჩამოყალიბებული და ამ გამონათქვამების მიზანი რუსეთის ახალგაზრდა მოქალაქეებისთვის დიდი კულტურული, და არა პოლიტიკური, მემკვიდრეობის შეხსენება იყო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მისი თქმით, „დიდ რუსეთზე“ კულტურულ ასპექტში საუბრობდა.

„მე არ მიფიქრია იმპერიალიზმზე, როდესაც ამ სიტყვებს ვამბობდი… შეიძლება, ეს არ იყო გამოთქმის საუკეთესო საშუალება, მაგრამ, როცა „დიდ რუსეთზე“ ვსაუბრობდი, მე არა გეოგრაფიულ, არამედ კულტურულ ასპექტს ვგულისხმობდი“, - განმარტა რომის პაპმა.

პონტიფიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ იმპერატორ პეტრე I-ის და ეკატერინე მე-II-ის ხსენება მხოლოდ შემთხვევითი კომენტარი იყო, რადგან რუსეთის ისტორიის სასკოლო პროგრამიდან მხოლოდ ეს პიროვნებები ახსოვდა.

ავთანდილ წულაძე - რუსეთში არსებული ვითარება არაპროგნოზირებადია, მართვას არ ექვემდებარება და თავისი ლოგიკით ვითარდება, ეს კი ძალიან სახიფათოა თავად რუსეთისთვის და მისი მეზობლებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 30.04.2026
აერობიკა და პილატესი – ძლიერი სხეული, გაუმჯობესებული მოქნილობა და ამაღლებული განწყობა
გლობალური ტექნიკის ბრენდი „Tineco“ საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის