უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კახოვკის ჰესზე ტერაქტის შედეგების ლიკვიდაცია დასრულებულია და დაავადებების გავრცელების თავიდან აცილება მოხერხდა

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, კახოვკის ჰესზე განხორციელებული ტერაქტის შედეგების ლიკვიდაცია დასრულებულია, ამასთან, მოხერხდა ინფექციური დაავადებების, კერძოდ ქოლერის, ეპიდემიის თავიდან აცილება.

"დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ცენტრის სპეციალისტების, მედიკოსების, საგანგებო სამსახურების კარგი მუშაობის წყალობით და ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ მოსახლეობამ დაიცვა გაცემული შეზღუდვები და რეკომენდაციები, ჩვენ შევძელით ინფექციური დაავადებების ეპიდემიის თავიდან აცილება", - განაცხადა უკრაინის მთავარმა სახელმწიფო სანიტარულმა ექიმმა, იგორ კუზინმა.

მისი თქმით, დაზარალებულ ტერიტორიებზე სამი ინფექციური ჰაბი იყო განთავსებული, ქოლერაზე 3 ათასზე მეტი ადამიანი შემოწმდა, დაავადება არ გამოვლინდა არცერთ შემთხვევაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა