ანალენა ბერბოკი - პუტინის თამაში მარცვლეულის შეთანხმებასთან ცინიკურია

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივასთან დაკავშირებით „ცინიკურ“ თამაშში დაადანაშაულა.

„პუტინის თამაში მარცვლეულის შეთანხმებასთან ცინიკურია.

სატვირთო გემებს თავისუფალი გასვლის საშუალება მხოლოდ და მხოლოდ პუტინის გამო არ ეძლევათ. რუსეთი გლობალურ შიმშილს ამძაფრებს“, - განაცხადა ბერბოკმა. მან ასევე თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების აღდგენისკენ მიმართულ ძალისხმევას ხაზი გაუსვა და აღნიშნა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის ლიდერთან შეხვედრის შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ოფიციალური მოსკოვი არ არის მზად, ერთბაშად დაუბრუნდეს მარცვლეულის ინიციატივას.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს