მოსკოვის მერი - საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დრონი, რომელიც მოსკოვზე თავდასხმას ცდილობდა

საჰაერო თავდაცვის ძალებმა ტვერის ოლქში, ზავიდოვოს რაიონში დრონი გაანადგურეს, რომელიც მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა, - ამის შესახებ მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი "ტელეგრამ" არხზე წერს.

მისი თქმით, თავდასხმას მსხვერპლი და დაზიანება არ მოჰყოლია.

მანამდე, მოსკოვის მერმა განაცხადა, რომ ღამით საჰაერო თავდაცვის ძალებმა კალუგას ოლქსა და მოსკოვის ოლქის ისტრას რაიონში დრონები გაანადგურეს, რომლებიც მოსკოვზე თავდასხმას ცდილობდნენ.სობიანინის ინფორმაციით, ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად საყოფაცხოვრებო ობიექტი დაზიანდა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა