უკრაინის გენშტაბი - თავდაცვის ძალები ბახმუტის სამხრეთით შეტევას აგრძელებენ

უკრაინის თავდაცვის ძალები ქალაქ ბახმუტის სამხრეთით შეტევით ოპერაციებს აგრძელებენ და დაკავებულ ტერიტორიებზე მაგრდებიან, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

"მტერი აგრძელებს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას და ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების უგულებელყოფას, იყენებს ტერორის ტაქტიკას, ახორციელებს დარტყმებს და ბომბავს როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ობიექტებს", - აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 6 სარაკეტო და 76 საჰაერო დარტყმა განახორციელა და უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 60-ჯერ გაუხსნა.

"რუსული ტერაქტების შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები მშვიდობიან მოსახლეობაში, განადგურდა საცხოვრებელი კორპუსები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა", - აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, გასული რუსებსა და უკრაინელებს შორის, გასული დღის განმავლობაში, 29 საბრძოლო შეტაკება მოხდა.რუსულმა ძალებმა სევერსკის და სლობოჟანსკის მიმართულებით ნაღმტყორცნებიდან და არტილერიიდან 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი დაბომბა.

კუპიანსკის მიმართულებით, ხარკოვის ოლქის ბუდაროკის რაიონში საჰაერო დარტყმა განახორციელეს და 15-ზე მეტი დასახლება არტილერიით დაბომბეს. ლიმანის მიმართულებით, რუსულმა ძალებმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები ჩაატარა ლუგანსკის ოლქის ნოვოეგოროვკასა და ბელოგორივკას რაიონებში. ბახმუტის მიმართულებით, დამცველები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციების ჩატარებას ქალაქ ბახმუტის სამხრეთით და მიღწეულ საზღვრებზე მაგრდებიან.

ამასთან, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციის ჩატარებას მელიტოპოლის მიმართულებით და მიღწეულ საზღვრებზე მაგრდებიან.გენშტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, გასული დღის განმავლობაში, 11 დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებს, ორი კი - მტრის კუთვნილ საზენიტო-სარაკეტო სისტემას.ამასთან, სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა საცეცხლე პოზიციებზე მოწინააღმდეგის 11 საარტილერიო იარაღი და 4 საკონტროლო პუნქტი გაანადგურეს.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება