აშშ-ის პირველ ლედის, ჯილ ბაიდენის კორონავირუსი დაუდასტურდა. მედიის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი შედეგი დაუდასტურდა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რომელიც რამდენიმე დღეში „დიდი ოცეულის“ სამიტზე დასასწრებად ინდოეთში უნდა გაემგზავროს.
თეთრ სახლს ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია, შეძლებს თუ ვერა ჯო ბაიდენი სამიტზე დასასწრებად გამგზავრებას.